"ის ფაქტი, რომ რეალთან გამართულ მატჩში საუკეთესო იყო მამარდაშვილი, კარგიც არის და ცუდიც. კარგი იმიტომ, რომ მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უმაღლესი კლასი. ცუდი კი იმიტომ, რომ როდესაც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ხდება გოლკიპერი, ესე იგი წინახაზში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის.
მირჩევნია, რომ მეკარე იყოს ყველაზე შეუმჩნეველი ფეხბურთელი, თუმცა სამწუხაროდ, იგივე მადრიდთან მატჩში გიორგის ძალიან ხშირად მოუწია თამაშში ჩართვა. მიხარია, რომ ქართველი გოლკიპერი საუკეთესო ფორმაშია, რადგან ის ძალიან გვჭირდება", - განაცხადა "ღამურების" თავკაცმა.











