"რთული 2023/24 სეზონის შემდეგ, ახალ მფლობელთან და უფროსობასთან ერთდ შევქმენით ერთობა, რომლის მიხედვითაც კლუბის ახალი გეგმა გაიწერა. ჩვენ ვიცით რომ სტრატეგია, რომელიც შევიმუშავეთ, გარდამავალ პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელების მთავარ გუნდში დაწინაურებას ნიშნავს. მათ ასევე, კარგად იციან ჩემი წარსულის შესახებ — კარიერაში დავამტკიცე, რომ ყოველთვის ვიმარჯვებ. გასულ 6 წელში, 8 ტიტულის მოგება მოვახერხე.
ახალი სეზონის მძიმე სტარტი? — თუ რწმენას დაკარგავ, ამ დროს ყველაფერს კარგავ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა და მივყვეთ დასახულ გეგმას. ეს მანჩესტერ იუნაიტედის გარდამავალი პერიოდია, შესაბაბამისად, ჩვენ დრო გვჭირდება.
ჩემი ფეხბურთელების იმედი მაქვს — გუნდში კარგი სულისკვეთება და გარემოა. ყველა წარუმატებლობის შემდეგაც კი, ისინი იმედიანად არიან. ასევე, ხედავთ გულშემატკივრებს, მართალია ისინი იმედგაცრუებულნი არიან, მაგრამ ყოველთვის ჩვენთან იყვნენ, პირველი წუთიდან ბოლო მომენტამდე. ჩვენ ამ რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ."

მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს და ნიდერლანდელის შესახებ ინგლისურ პრესაში საუბრები არ წყდება. კლუბის უფროსობა ამ დრომდე 54 წლის სპეციალისტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა სიტუაცია შეიძლება მალე შეიცვალოს. მანჩესტერ იუნაიტედმა უახლოეს პერიოდში სათამაშო ხარისხი თუ არ გამოასწორა და ქულების დაგროვება არ დიწყო, ტენ ჰაგის გაშვების საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება.
იქამდე კი ცნობილი ხდება, რა თანხა დაუჯდება მანჩესტერ იუნაიტედს ერიკ ტენ ჰაგის გაშვება — იმ შემთხვევაში თუ მანჩესტერ იუნაიტედი ნიდერლანდელ სპეციალისტს დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლებს, კლუბი 54 წლის სპეციალისტს €21 მილიონს გადაუხდის.










