2026 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.
მძიმე წონაში ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა— ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი ვაზარით დაამარცხა და კარიერაში მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ამრიგად, საქართველის ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალო მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებს ისტორიაში პირველად ეყოლება 4 მოქმედი ევროპის ჩემპიონი.









