ამის შემდეგ არიელ ჰელვანიმ გაავრცელა ინსაიდური ინფორმაცია, რომ პრესკონფერენციის გაუქმება მხოლოდ დასაწყისი იყო და რეალურად, ბრძოლის გამართვა ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა. "ნოტორიუსს" ეს საკითხი არ დაუდასტურებია, პირიქით, ის პერიოდულად აქვეყნებდა ვარჯიშის ფოტოებს, ბოლოს კი ბრძოლის ტრეილერიც შემოგვთავაზა.
პრესკონფერენციის გაუქმების შემდეგ, საქმეში ჩახედულმა პიროვნებებმა მაინც იეჭვეს, რომ 35 წლის ყოფილი ჩემპიონი არ აპირებდა ბრძოლას და ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა ალექს ვოლკანოვსკი იყო. რამდენიმე საათის წინ, ბრძოლის გაუქმება ოფიციალურად UFC-მაც დაადასტურა.
მათი ბრძოლა გადატანილია აგვისტო-სექტემბრის პერიოდში, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ეს დაპირისპირება საერთოდ არ შედგება. მაკგრეგორი უკვე სამი წელია, რაც არ ჩხუბობს და ცნობილი ფაქტია, მას სხვა ინტერესები აქვს. ბრძოლის გაუქმებამდე, ჩეილ სონენმა ივარაუდა, ირლანდიელის საბოლოო წასვლა.
კონორი კარიერის დასრულებასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ძველი დიდების დაბრუნებასთან. 29 ივნისს დაგეგმილი ბრძოლის გაუქმებამ მისი წასვლა კიდევ უფრო მოაახლოვა. რაც შეეხება ცვლილებას, მთავარი ბრძოლა გაიმართება ალექს პერეირასა და ჟირი პროჰასკას შორის, რომლებმაც გასული წლის ნოემბერში ერთმანეთში ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობა გაათამაშეს.
იმ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა ბრაზილიელი, თუმცა უშუალოდ ჩხუბმა ბევრი კითხვა დატოვა. როგორც ვხედავთ, 303-ე ღონისძიებაზე ყველაფერს პასუხი გაეცემა. ბოლოს კი კიდევ ერთი დანაკლისი: 22 ივნისს დაგეგმილ მთავარ ბრძოლაზე, რობერტ უიტაკერის წინააღმდეგ ხამზატ ჩიმაევიც ვერ იჩხუბებს.
დანა უაიტის განცხადებით, ჩეჩენი სპორტსმენი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მისი ბრძოლა გამორიცხულია. არავის დაუკონკრეტებია ის, თუ რა არის "ბორზის" ცუდად ყოფნის მიზეზი. მას ჩაანაცვლებს იკრამ ალისკეროვი, რომელსაც ანტონიო ტროკოლისთან უნდა ეჩხუბა.











