მბაპეს შემდეგ კი ამ საქმიანობით კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკავდება - ლივერპულის ერთ-ერთი ლიდერი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მზადაა, რომ ფრანგული ნანტი იყიდოს და ამაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კლუბი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონი 8-ჯერ გახდა, ბიზნესმენ ვალდემარ კიტას ეკუთვნის. კიტა ნანტს 2007 წლიდან ფლობს და გულშემატკივრებში არც თუ ისე კარგ ფიგურად ითვლება. ახალი სტადიონის აშენების წარუმატებლობამ და სატელევიზიო უფლებების გარიგების ჩაშლამ, ის კლუბის გაყიდვაზე დააფიქრა.
რა თქმა უნდა, კლუბი არნოლდის ოჯახზე იქნება გაფორმებული. ნანტის ამჟამინდელ მფლობელი და არნოლდის ოჯახი ჯერ კიდევ გასულ წელს შეხვდნენ. ამ თემაზე მოლაპარაკებები ახლა კიდევ უფრო აქტიური გახდა.









