რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — კარლო ანჩელოტი რეალ მადრიდს ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, რის შემდეგაც იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს! იმის მიუხედავად, რომ ერთი კვირის წინ გარიგება ჩაშლის პირას იყო, ახლა ყველაფერი შეთანხმებულია და სამივე მხარემ ყველა დეტალი მოაგვარა.
კარლო ანჩელოტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება, ხოლო რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, იტალიელი "სელესაოში" მუშაობას ივნისის თვიდან დაიწყებს.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, რეალ მადრიდს ჩაბი ალონსო ჩაიბარებს — ახლა უბრალოდ გასარკვევია, ეს ყველაფერი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდება თუ ტურნირის დასრულების შემდეგ.









