ლა ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდის რეალსა და ვილიარეალს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა. მატჩის შემდეგ მასზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ გააკეთა.
"ჟორჟი არის მოთამაშე, რომელიც ადაპტაციის პროცესშია. ის დიდი ხანი არაა, რაც ჩვენთან თამაშობს, მაგრამ თავის შესაძლებლობებს კარგად ავლენს.
მიქაუტაძე არის მოთამაშე, რომელსაც მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს. დამასრულებელ ფაზაში ის კარს იდეალურად აღიქვამს და ეს დიდი პლიუსია. გატანილი გოლის გარდა, ვნახეთ მისი კარგი დარტყმა ნახევარბრუნში და ახლოს იყო მეორე გოლთანაც.
ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია კიდევ ბევრი გოლი გაიტანოს და ჩვენს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანოს", - განაცხადა მარსელინომ.









