მადრიდის რეალის მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა, კილიან მბაპეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ტრანსფერი ლა ლიგისთვის დიდებული ამბავი იქნება.
"კლუბს ჩვენთვის არაფერი უთქვამს მბაპეს ტრანსფერზე, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი შეთანხმებულია და ზაფხულში კილიანი ჩვენი გუნდის წევრი გახდება."
"მბაპე ტოპ ფეხბურთელია და მისი გადმოსვლა არამხოლოდ რეალისთვის, არამედ ესპანეთის ლა ლიგისთვის დიდებული ამბავი იქნება" - განაცხადა დანი კარვახალმა.
შეგახსენებთ, რომ კილაინ მბაპე ზაფხულში პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს - ფეხბურთელსა და სამეფო კლუბს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს.
La Liga
კარვახალი: "კლუბს ჩვენთვის არაფერი უთქვამს მბაპეს ტრანსფერზე"











