ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო, კარიერის დასრულების შემდეგ, კრიტიკული კომენტარებით გამოირჩევა. ამჯერად, მან ნაპოლიზე, მის მთავარ მწვრთნელსა და შემადგენლობაზე ისაუბრა.
"ჩემი აზრით, ამ წელს და გასულ წელს ნაპოლის დე ბრუინის დონის ფეხბურთელი არ ჰყოლია. ერთადერთი, ლობოტკას ვიტყოდი, რომელიც სტაბილურად კარგია. ნაპოლის მათი სახით მხოლოდ 2 ტოპ მოთამაშე ჰყავს.
კონტე? - როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, მას ვუთხარი, რომ მესამე დონის მწვრთნელი იყო, ამისთვის მას ბოდიშს ვუხდი, რადგან დღეს ბევრად განვითარებულია და უფრო მაღალ დონეზე დგას", - განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება და დე ბრუინის ყოფილ კლუბს, მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.









