"ევროპულ დერბად აქამდე მოიაზრებოდა რეალი - ბაიერნი, თუმცა ბოლო წლებში გერმანული გუნდი სიტიმ ჩაანაცვლა. ჩემი აზრით, საუბარია ამ დროისთვის ორი საუკეთესო გუნდის შესახებ. ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე და თითოეული მატჩი დაუვიწყარია.
საოცარი შეხვედრა ვიხილეთ ახლაც და დარწმუნებული ვარ, რომ განმეორებით შეხვედრაში კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველოდება", - განაცხადა ყოფილმა ესპანელმა კარის დარაჯმა.











