როგორც მოგეხსენებათ, მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რუბენ ამორიმი გაათავისუფლა. ის გამოდგა ყველაზე წარუმატებელი თავკაცი "წითელი ეშმაკებისთვის" პრემიერ ლიგის ეპოქაში. 47 შეხვედრა, 15 მოგება, 13 ფრე, 19 წაგება, ასეთია პორტუგალიელი დამრიგებლის მონაგარი.
ლისაბონის სპორტინგის ყოფილი მწვრთნელი არის ოლდ ტრაფორდის ბინადრების ერთადერთი თავკაცი პრემიერ ლიგის ეპოქაში, ვისაც წაგებებები მოგებებზე მეტი აქვს. 40 წლის დამრიგებლის გამარჯვებათა საშუალო პროცენტული მაჩვენებელი უდრის 31.9-ს, რაც როგორც აღვნიშნეთ, პრემიერ ლიგის ეპოქაში იუნაიტედის სპეციალისტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია.
რაც შეეხებათ მანჩესტერული გუნდის ყველაზე წარმატებულ მწვრთნელებს, პირველ ადგილზე არის ალექს ფერგიუსონი, მისი წასვლის შემდეგ კი საუკეთესო შედეგი ჟოზე მოურინიომ დააფიქსირა.









