აღსანიშნია, რომ პსჟ-ს ფეხბურთელის მიერ ერთ სეზონში 43 ბურთის გატანა გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი სულაც არ არის. აღნიშნული რეკორდი ეკუთვნის ედი კავანის, რომელმაც 2016/2017 წლების სეზონში პარიზული გუნდის მაისურით 49 გოლი გაიტანა. როგორც ვხედავთ, საფრანგეთის ეროვნული გუნდის კაპიტანს ურუგვაელი ფორვარდის რეკორდის დასამხობად 7 ბურთი სჭირდება.
ლიგა 1-ის დასრულებამდე დარჩენილია ოთხი ტური და ამასთან ერთად, "ლურჯ-წითლები" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც არიან გასულები. აქვე დავამატებთ, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, 25 წლის ფორვარდი ლუის ენრიკეს გუნდს დატოვებს და მადრიდის რეალში გადავა.











