"სამი ლომის" კაპიტანი, ჰარი კეინი კარიერაში კვლავ ტიტულის გარეშე დარჩა.
ინგლისელი თავდამსხმელი ორჯერ არის ევროპის ვიცეჩემპიონი, ასევე ჩემპიონთა ლიგის მეორეადგილოსანიც, თუმცა უშუალოდ ტიტული მის კარიერაში ჯერჯერობით არ ფიქსირდება.
იგივე ითქმის გარეტ საუთგეიტზე, რომლის სამწვრთნელო გზა ჯილდოების გარეშე ვითარდება. შეგახსენებთ, ის წვრთნიდა მიდლსბროს, ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებსა და მთავარ გუნდს, მაგრამ თასების მოგება მან აქამდე ვერ შეძლო.











