საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში მოქმედი ჩემპიონი პსჟ რენს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"ბევრჯერ ვთქვი, რომ სეზონის დაწყებამდე მხოლოდ 3 კვირა დავისვენეთ და საკმაოდ მჭიდრო და მძიმე გრაფიკი გვქონდა, ამიტომ თამაშების მომზადებასთან ერთად, სტრესის დაძლევაც გვიწევს.
აუცილებელია, რომ ყოველდღიური სავარჯიშო პროცესით ვისიამოვნოთ და ვიყოთ კმაყოფილები. ხალხი ფიქრობს, რომ თუ ფული გაქვს, ყველაფერი მარტივია, თუმცა ასე არ არის, რადგან არის ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა დაძლიო.
მთლიანმა გუნდმა უნდა გავაგრძელოთ იმ მიზნისკენ სწრაფვა, რისიც გვჯერა. ყოველთვის ვეძებ ისეთ რაღაცეებს, რაც გუნდს განავითარებს და სიავლებისთვის ყოველთვის მზად ვარ", - განაცხადა ენრიკემ.









