რამდენიმე დღის წინ, ლეონიდ სლუცკიმ გაიხსენა, თუ როგორ წვრთნიდა მარტინ ოდეგორს არნემის ვიტესში და ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის რუბინში. რუსმა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ნორვეგიელი და ქართველი ვარსკვლავების განვითარებაში მას წვლილი მიუღძვის. ამ ყველაფერს არ დაეთანხმა არტიომ ძიუბა, რომელმაც შანხაი შენჰუას ამჟამინდელი თავკაცი გააკრიტიკა.
"სლუცკიმ უკვე ძალიან მოგვაბეზრა თავი ოდეგორსა და კვარაცხელიაზე ისტორიებით. მათ ამ მწვრთნელის სახელი აღარც ახსოვთ, ის კი აგრძელებს მოყოლას, თუ როგორ შექმნა ხვიჩასგან დიდი მოთამაშე, რომელთანაც რეალურად 3 დღე იმუშავა. ეს არ ეხება გოლოვინს, მაგრამ მარტინისა და ქართველი ვინგერის მიმართებაში, სისულელეა.
ვფიქრობ, ლეონიდმა შეწყვიტა აბების მიღება, რის გამოც ამ მოხუცმა კაცმა კვლავ ზღაპრების მოყოლა დაიწყო. ნუ უსმენთ მას და ყურადღებასაც ნუ მიაქცევთ. ამ ყველაფრით უკვე ძალიან დავიღალე. "









