ბარსელონასა და ნაპოლის შეხვედრის წინ, ჩავი ერნანდესმა თავისი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო თამაში 12 მარტს, ჩვენი დროით, 23:55 საათზე გაიმართება.
ესპანელი დამრიგებლის მატჩისწინა კომენტარი ასეთია:
"სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბარსელონამ უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა. ახალი შესაძლებლობების გამოყენების დრო დადგა. დიახ, ჩვენი მეტოქე არ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ნაპოლი იტალიის მოქმედი ჩემპიონია.
თამაშის სტილით ჩვენ შორის ბევრი მსგავსებაა და აქედან გამომდინარე, მაყურებელეს კარგი სანახაობა ელის. მოწინააღმდეგე ნამდვილად უხერხული გვყავს, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. შიშის დრო და ადგილი არ არის. არც ის ფაქტი გვამართლებს, რომ სერიოზულ საკადრო პრობლემებს განვიცდით.
საყვარელი ფეხბურთელი "პარტენოპეიდან"? - ლობოტკას გამოვარჩევდი. მომწონს მისი თამაში და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ ფეხბურთელს კატალონიაში. მინდა გამოვარჩიო "აძურის" შემტევი ტრიოც: კვარაცხელია, ოსიმენი და პოლიტანო, ისინი ინდივიდუალურად ძალიან ეფექტურად მოქმედებენ", - განაცხადა "ბლაუგრანას" დამრიგებელმა.











