ამ მომენტისთვის, "ეშმაკები" 41 ქულას აგროვენებ და მეშვიდე ადგილამდე ახერხებენ დაწინაურებას. ჩემპიონთა ლიგის ზონამდე ჩამორჩენა ამ დროისთვის ხუთ ქულას შეადგენს. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ სან სიროს ბინადართა შემდეგი მეტოქეები ტორინო და ბოლონია იქნებიან.
Serie A
ხიმენესმა კვლავ გაიტანა - მილანმა ვერონას მოუგო

სერია ა-ს 25-ე ტურში მილანმა საკუთარ კედლებში ჰელას ვერონა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მასპინძლების მხრიდან ერთადერთი გოლი ახალწვეულმა სანტი ხიმენესმა გაიტანა, ცნობისთვის, ეს უკვე მე-2 ბურთია "როსონერის" შემადგენლობაში. შეგახსენებთ, რომ ის როტერდამის ფეიენოორდიდან გადავიდა "შავ-წითლებში".








