ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2025 წლის საუკეთესოების გამოვლენა დაიწყო. 8 კატეგორიიდან სამში ქართველები არიან წარდგენილნი, აქედან 2 სხვადასხვა პრიზისთვის ეთერ ლიპარტელიანი იბრძვის.
მსოფლიო რეიტინგის (-57კგ.) ლიდერი ლიპარტელიანი ნომინირებულია “წლის მომენტის” კატეგორიაში, როგორც პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტი ქალი. ეთო ასევე "წლის საუკეთესო ქალი ძიუდოისტის" ტიტულისთვის იბრძვის.
"მწვრთნელთა წლის მიღწევის" ნომინაციაზე კი წარდგენილია საქართველოს ძიუდოისტთა შერეული გუნდის სამწვრთნელო შტაბი, - რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმეს.
ხმის მიცემა გულშემატკივრებს ვებგვერდზე -judotv.com შეუძლიათ.
გამოკითხვის წესები:
ხმის მიცემა 2026 წლის 15 იანვარს იანვარს დასრულდება;
ხმის მიცემის პერიოდში თითოეულ კატეგორიაში მხოლოდ ერთი ნომინანტისთვის არის შესაძლებელი ხმის მიცემა;
არჩევანის დაფიქსირების შენდეგ, მისი შეცვლა შეუძლებელია;
გამარჯვებულები გამოცხადდება IJF Judo Awards 2025-ის ცერემონიაზე;
საბოლოო გამარჯვებულებს მოკლე სიიდან შეარჩევს IJF Judo Awards-ის კომიტეტი.
გამარჯვებულები გამოცხადდებიან 8 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემზე, პირდაპირ ეთერში.
ფოტო:IJF









