ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა მორიგი გოლი, ამჯერად ლივერპულის წინააღმდეგ, გიორგი მამარდაშვილის კარში. ახალგაზრდა ქართველი ვინგერი აგრძელებს მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერთა დამწუხრებას და ამ მხრივ თვალშისაცემია ბალონ დ'ორის 2024 წლის სია.
საუბარია ლევ იაშინის სახელობის ჯილდოს შესახებ, რომელიც 10 შერჩეული მეკარიდან, საუკეთესოს გადაეცემა. საინტერესოა, რომ პარის სენ-ჟერმენის ვინგერმა გოლის გატანა 10-დან 6 გოლკიპერის კარში შეძლო. ემილიანო მარტინესი, იან ზომერი, მაიკ მენიო, უნაი სიმონი, დიოგუ კოშტა და ახლა უკვე ქართველი კარის დარაჯიც...პსჟ-ს მე-7 ნომერმა თითოეულ მათგანს გაუტანა.
რაც შეეხებათ დანარჩენ მეკარეებს, 25 წლის შემტევი მეტოქის რანგში არ შეხვედრია ჯანლუიჯი დონარუმას, გრეგორ კობელსა და რონუენ უილიამსს. ერთადერთი გოლკიპერი, რომელსაც კვარა დაუპირისპირდა, მაგრამ მისი კარის აღება ვერ შეძლო ანდრეი ლუნინი არის. საუბარია მადრიდის რეალისა და ნაპოლის შეხვედრაზე, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, 2023/24 სეზონში.
ხვიჩა კვარაცხელიას გოლები 2024 წლის საუკეთესო მეკარეების კარში
| ემილიანო მარტინესი | პსჟ 3:1 ასტონ ვილა | 09/04/2025 |
| იან ზომერი | პსჟ 5:0 ინტერი | 31/05/2025 |
| მაიკ მენიო | მილანი 0:2 ნაპოლი | 29/10/2024 |
| უნაი სიმონი | საქართველო 1:2 ესპანეთი, ესპანეთი 3:1 საქართველო | 28/03/2021, 19/11/2023 |
| დიოგუ კოშტა | საქართველო 2:0 პორტუგალია | 26/06/2024 |
| გიორგი მამარდაშვილი | პსჟ 2:0 ლივერპული | 08/04/2026 |









