6 გატანილი გოლიდან ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. ამ გოლით 24 წლის ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ბომბარდირთა სიაში დაწინაურდა. 18 გოლი 41 მატჩში — ხვიჩა კვარაცხელიამ თემურ ქეცბაიას გადაუსწრო და ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებში, მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
თავისი გოლები შეაგდო გიორგი მიქაუტაძემაც, რომელმაც სომხებს დუბლი შეუსრულა. ამ მატჩის შემდეგ 24 წლის ფორვარდი პირველ ადგილს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
საქართველოს ნაკრების საუკეთესო მეგოლეები — ტოპ 5:
1. შოთა არველაძე - 61 მატჩი, 26 გოლი;
2. გიორგი მიქაუტაძე - 37 მატჩი, 20 გოლი;
3. ხვიჩა კვარაცხელია - 41 მატჩი, 18 გოლი;
4. თემურ ქეცბაია - 52 მატჩი, 17 გოლი;
5. ალექსანდრე იაშვილი - 67 მატჩი, 15 გოლი.
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.