საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული წარმატება, ხვიჩა კვარაცხელია, მანჩესტერ სიტი, ახალი ბიზნეს წამოწყება მანჩესტერში, ქართული ღვინო და საფეხბურთო ნოსტალგია, - ამ თემების შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ La Gazzetta dello Sport Georgia-ის დამფუძნებელთან, ლაშა მაჭავარიანთან, ინტერვიუში ისაუბრა.
გიორგი ქინქლაძემ ხვიჩა კვარაცხელია მანჩესტერ სიტის დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ამჟამინდელ სიტიში ქართველი ტალანტის მოხვედრა ახალი შესაძლებლობა იქნება:
„ხვიჩა კვარაცხელია ამჟამინდელ მანჩესტერ სიტის "დააკვდება", გვარდიოლასთან ამ გუნდში, ამ ტაქტიკით, ძალიან მაგრად ითამაშებს ფლანგზე. ხვიჩას ყველა მონაცემი აქვს კარგად ითამაშოს, მაგრამ გვარდიოლა ყველა ფეხბურთელს აძლევს შესაძლებლობას ბოლომდე გამოამჟღავნოს მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ბოლომდე წურავს ფეხბურთელებს. ხვიჩა იქ რომ მოხვდეს, ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს,“ - განაცხადა გიორგი ქინქლაძემ.
სრული ინტერვიუ იხილეთ Lagazzetta.ge-ს Youtube არხზე.












