იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონზე, ხვიჩა კვარაცხელიას sofascore-ზე საშუალოდ 7,48 ქულა აქვს, რაც ჩემპიონატში მე-5 საუკეთესო შედეგია.
აღნიშნულ რეიტინგს სათავეში 7,67 ქულით ინტერის ნახევარმცველი, ჰაკან ჩალჰანოღლუ უდგას, ხოლო მეორე ადგილს, 7,62 შეფასებით, ლაუტარო მარტინესი იკავებს.
სერია ა-ს ტოპ 5 ფეხბურთელი sofascore-ის შეფასებით ასე გამოიყურება:
ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი) - 7,67 ქულა;
ლაუტარო მარტინესი (ინტერი) - 7,62 ქულა;
პაულო დიბალა (რომა) - 7,56 ქულა;
მიკელე დი გრეგორიო (მონცა) - 7,51 ქულა;
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 7,48 ქულა;
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონზე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი და 4 ასისტია, ნაპოლი კი 40 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.
Serie A
ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგით სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელების ხუთეულშია












