დღევანდელი ვარჯიში ნაპოლის ქართველმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ბარძაყის კუნთის ტკივილის გამო გამოტოვა და ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა.
დიდი ალბათობით, ხვიჩა უდინეზესთან მატჩს გამოტოვებს, რადგან როგორც ცნობილია, კვარაცხელია ხვალ გასამართ დასკვნით ვარჯიშზეც არ იქნება და გუნდთან ერთად არ ივარჯიშებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.










