მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილი თავკაცი იური სიომინი თავისა სევე ყოფილ შეგირდზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს და ცოტა ხნის წინ გამართულ ოქროს ბურთის დაჯილდოებას ეხმაურება.
მოგეხსენებათ, ოქროს ბურთის გამარჯვებული უსმან დემბელე გახდა, კვარაცხელიამ კი მე-12 ადგილი დაიკავა.
"ტიტულების მხრივ, ხვიჩა წელს პირველი იყო. მან იტალიის ჩემპიონატიც მოიგო და ახალ გუნდში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო. ისე კი, ბევრი თანაბარი პრეტენდენტი იყო, დემბელესაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ჩემთვის მისი გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა.
ვფიქრობ, ხვიჩას მე-12 ადგილი სწორი არ არის და ის გაცილებით მაღლა უნდა იყოს, ვიდრე ეს დაჯილდოებაზე მოხდა. კვარაცხელია უკვე სხვა დონეზეა და ბევრი მსგავსი მაღალი დონის ფეხბურთელია, ვინც ოქროს ბურთს ვერ იგებს, მაგალითად ვან დეიკი. ახალ სეზონში ყველაფერი თავიდან იწყება და ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა სიომინმა.









