ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც აქტიური იყო და პენალტიც გამოიმუშავა, თუმცა მწვრთნელმა ის 86-ე წუთზე შეცვალა.
"რატომ შევცვალე კვარაცხელია? - მას ვუფრთხილდებით. ეტყობოდა, რომ დაღლილი იყო და აუცილებლად უნდა შეგვეცვალა, რათა ტრავმებისგან თავი აგვერიდებინა.
ბოლო პერიოდში, ბევრი ჩვენს დაცვას აკრიტიკებს, თუმცა დღეს დაცვაშიც ძალიან კარგად ვითამაშეთ და მიხარია, რომ ჩემს ხელში ფეხბურთელები ვითარდებიან.
დღევანდელ შეხვედრაში დავინახე გუნდი, რომელსაც ჰქონდა მოტივაცია და მონდომება, რომ კარგი ფეხბურთი ეთამაშათ", - განაცხადა კალცონამ.









