საუდის არაბეთის სამეფო საინვესტიციო ფონდის მიერ დაფინანსებული კიბერსპორტის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შარშანდელთან შედარებით $10 მილიონით გაიზარდა და $70 მილიონი შეადგინა.
ეს თანხა გადანაწილდება 25 პარტნიორულ ორგანიზაციაზე მათი სატურნირო მდგომარეობის თანახმად.
რალფ რაიჰარტმა, Esports World Cup Foundation-ის გენერალურმა დირექტორმა, განაცხადა:
"სარეკორდო $70 მილიონიანი საპრიზო ფონდი, კლუბების პარტნიორთა პროგრამა და გამომცემლებთან მრავალწლიანი ხელშეკრულებები ხაზს უსვამენ ჩვენი ინდუსტრიის განვითარების მიზანს.
$70 მილიონი შესანიშნავი, ცხპვრების შემცვლელი თანხაა, მაგრამ მას თან ერთვის გრძელვადიანი განვითარების ხედვა და არა მოკლევადიანი მოგების ძიება. ეს არ ემსახურება უბრალოდ მეტი ფულის გაცემას. მიზანია მეტი შესაძლებლობების შექმნა ეკოსისტემის ყველა დონეზე და მომავალი თაობებისთვის ინდუსტრიის გაძლიერება."
კიბერსპორტის მსოფლიო ჩემპიონატი 7 ივლისიდან 24 აგვისტომდე საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება. მისი შედეგების ნახვას თქვენ ჩვენს საიტზე შეძლებთ.















