თბილისში გამართული გრანდ სლემი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. მძიმე წონაში ოქროს მედალი ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვა. მიმდინარე გრნად სლემზე დღეს ლუკა მაისურაძემ (-90 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა.
გამარჯვების შესახებ, ძიუდოისტმა ისაუბრა:
"ძალიან კარგი ატმოსფერო იყო, საბრძოლო დღე იყო. მადლობა გულშემატკივარს ამ ენერგიისთვის, კიდევ ბევრჯერ გავახარებთ ქართველების გულებს.
ძიუდოა, ყველაფერი ხდება, ავსტრიის გრან პრიზე ცუდი მარცხი განვიცადე. დღეს კი მჯეროდა მოვიგებდი და ასეც მოხდა.
რაც შეეხება ფინალს, პირველად ვიასპარეზე გრანდ სლემის ფინალში და გავხდი ჩემპიონი. ძალიან მინდოდა, რომ ოქრო საქართველოში დარჩენილიყო. ჩემი მეტოქე ძლიერი და ტიტულიანია, თუმცა დღეს მე მინდოდა გამემარჯვებინა და ქართველი ხალხი გამეხარებინა."
საქართველომ თბილისის გრანდ სლემი 2 ოქროსa ადა 4 ბრინჯაოს მედლი მოიპოვა. ოქრო ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ.) დაისაკუთრეს, ბრინჯაოს პრიზიორები თორნიკე გიგაური (66 კგ.), გიორგი ლოლაძე (73 კგ.), ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ.) და საბა ინანეიშვილი გახდნენ.









