ლა ლიგა 2-ის მე-9 ტურში გამართული მატჩი კადისსა და უესკას შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი გოლი კადისის ქართველმა შემტევმა იური ტაბატაძემ 79-ე წუთზე გაიტანა და გუნდს კიდევ ერთი მატჩი მოაგებინა.
მიმდინარე სეზონში ტაბატაძის ანგარიშზე უკვე 4 გატანილი ბურთია.
ამ გამარჯვებით ქართველი ფეხბურთელის გუნდი სატურნირო ცხრილში 18 ქულით გალიდერდა. შემდეგ მატჩს ისინი 20 ოქტომბერს, ბურგოსის წინააღმდეგ გამართავენ.









