დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე მეოთხე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა. ჩვენი გუნდი ლიმასოლში ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდა და 61:93 გაიმარჯვა.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი თორნიკე შენგელიამ დააფიქსირა, 27 ქულა, 4 მოხსნა, 4შედეგიანი გადაცემა, 21 ქულა ჰქონდა გოგა ბითაძეს, 10 კი დუდა სანაძემ დააგროვა.
მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ისაუბრა:
"დღეს ჩვენთვის კარგი თამაში იყო, ჩვენი მიზანი მოგება იყო და ეს შევძელით. ვიცოდით, კვიპროსი თავიდანვე იბრძოლებდა,თუ მათ დიდ თავდაჯერებულობას მივცემდით და ბევრ მარტივ სროლებს შეძლებდნენ ეს პრობლემებს შეგვიქმნიდა. ჩვენ რაც გვინდოდა შევძელით, ჩემი პატივისცემა კვიპროსის ნაკრებს, ისინი არასდროს წყვეტენ ბრძოლას.
შემდეგი თამაში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, როგორი თმამაში შეუძლიათ, საბერძნეთს მოუგეს და ყველაფერი ნათელია. შევეცდებით, საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ ბოსნიელებს. ველით ფიზიკურად დატვირთულ თამაშს, ამ მომენტიდან დავიწყებთ მზადებას, იცით ეს თამაში განსაზღვრავს ჩვენ მომავალს. იცით, რომ ჯგუფური ეტაპის დაძლევა და რიგაში წასვლა ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს მოხდეს.
კიდევ ერთი მაგარი რამის თქმა მინდა, ეს ჩემს თანაგუნდელზე, გორგი შრმადინზე, დიახ, უბრალოდ მინდა შევაქო ის დღეს, მან ევრობასკეტზე დაგროვებული ჯამური ქულებით, ქართველ მოთამაშეებს შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
გიორგი შერმადინი ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ფიგურაა ბოლო 20 წელია უკვე, ჯერ არ გაჟღერებულა, მაგრამ გეტყვით, რომ ის კიდევ დაგვეხმარება, ნოემბრის მატჩებში ჩვენთან იქნება. რაც შეეხება 200 მატჩის ჩატარებას ნაკრებში,ამ დროისთვის 197 შეხვედრა აქვს და იმედი მაქვს, მაგ რეკოდს მოხსნის, ”- განაცხადა თორნიკე შენგელიამ.იმედი მაქვს, მაგ რეკოდს მოხსნის."
იმისთვის რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლიოს, რამდენიმე ვარიანტის განხილვა შეიძლება, თუმცა თეორიული დაშვებების გარეშე, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველო პლეი-ოფში აუცილებლად გავა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 4 სექტემბერს, ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებთან გამართვას. მატჩი თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.
ევრობასკეტი 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში ტარდება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით ასპარეზობს და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.









