ლა ლიგის 33-ე ტურში ბარსელონამ გასვლით მატჩში ხეტაფე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სტუმრების მხრიდან გოლები მარკუს რაშფორდმა და ფერმინ ლოპესმა გაიტანეს. კატალონიელები აღნიშნული გამარჯვებით აგროვებენ 85 ქულას და უახლოეს მდევართან, მადრიდის რეალთან სხვაობას 11 ქულამდე ზრდიან.
იმ შემთხვევაში, თუ ლა ლიგის შემდეგ ტურში "სამეფო კლუბი" კვლავ დაკარგავს ქულებს, "ბლაუგრანა" კი იმარჯვებს, მოგებასთან ერთად, ტიტულსაც გაიფორმებს. შესაძლოა მოხდეს კამპ ნოუს მკვიდრთა ჩემპიონობა პირდაპირ კლასიკოში, რომელიც 10 მაისს შედგება.
ხეტაფე 0:2 ბარსელონა
გოლები: 0:1 ფერმინ ლოპესი 45', 0:2 მარკუს რაშფორდი 74'.









