უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურად იწერება, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის შეძენა იტალიურ კლუბებს სურთ.
იტალიური პრესის ცნობით, ერთ-ერთი გუნდი, რომელიც წიტაიშვილის შეძენით ინტერესდება, ნაპოლია. მოქმედი ჩემპიონები მზად არიან, რომ მეცის შემტევი ამ ზამთარსვე გაიფორმონ.
ნაპოლის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და პირდაპირი კომუნიკაცია აქვს წიტაიშვილის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიამ ისტორია დაწერა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნაპოლი სერია ა-ს ჩემპიონი გახადა.









