ქართველ თავდამსხმელსა და "შავ-მწვანეებს" შორის შეთანხმება შედგა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში, მას შემდეგ, რაც გუნდი დუგლას ტანკემ დატოვა. ქოჯაელისპორი იბრძვის სუპერლიგაში აღზვებისთვის და 21 ტურის შემდეგ, გუნდი 42 ქულით 2-3 ადგილებს გიოზტეპესთან იყოფს.
რაც შეეხება დედაქალაქური გუნდის ყოფილ კაპიტანს, სხვადასხვა დროს ის თამაშობდა დანიაში, პოლონეთში, სლოვაკეთსა და ლატვიაში. მისი ბოლო გაჩერება კი იყო დინამო, რომლის რიგებში მან 77 მატჩში 26 ბურთი გაიტანა. 30-წლის ფორვარდს 4 თამაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც აქვს ჩატარებული.









