ცოტა ხნის წინ განახლდა ევროპული ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების უეფას რეიტინგი. საუბარია არა ნაკრებებზე, არამედ ქვეყნის კლუბების მიერ დაფიქსირებულ შედეგებზე. მწვერვალზე მყოფი ქვეყნები დარჩნენ უცვლელი: ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი.
რაც შეეხება ქვედა ნაწილს, საქართველო ჩამოქვეითდა კიდევ ორი ადგილით და 52 პოზიციაზე გადავიდა. ჩვენზე ქვემოთ ამ მომენტისთვის არის მხოლოდ 3 ქვეყანა: უელსი, გიბრალტარი და სან მარინო. საგრძნობი პროგრესი შეიმჩნევა ანდორასთან, რომელმაც 7 საფეხურით მაღლა აიწია.
ასევე გამოსარჩევია ესტონეთის პროგრესი და ბელარუსი, რომელმაც სწორედ საქართველოს ადგილი დაიკავა. სულ არის 55 ქვეყანა, ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ საერთო ცხრილის ქვედა ნაწილის ბოლო 10 ქვეყანა.
უეფას კოეფიციენტები ქვეყნის კლუბების მიერ დაფიქსირებული შედეგების მიხედვით
| ქვეყანა |
| 45. ალბანეთი |
| 46. ანდორა |
| 47. მონტენეგრო |
| 48. ჩრდილოეთ ირლანდია |
| 49. ლუქსემბურგი |
| 50. ბელარუსი |
| 51. ჩრდილოეთ მაკედონია |
| 52. საქართველო |
| 53. უელსი |
| 54. გიბრალტარი |
| 55. სან მარინო |









