"რონალდუ იყო როგორც ჩემი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე, ისე საუკეთესო თანაგუნდელიც", - განაცხადა "ბიანკონერის" ყოფილმა კაპიტანმა.
შეგახსენებთ, "შავ-თეთრების" ყოფილ 3 ნომერს "სამეფო კლუბის" ექს-ფორვარდის წინააღმდეგ 6 მატჩი აქვს ჩატარებული. 3 თამაში დასრულდა ლეგენდარული 7-იანის მოგებით, 2 - კიელინის, ერთი დაპირისპირება კი ფრედ მორჩა.
აქვე დავამატებთ, 2018 წელს, რონალდუ სწორედ იუვენტუსში გადმოვიდა, რის შემდეგაც ის და ყოფილი იტალიელი ცენტრალური მცველი თანაგუნდელებიც გახდნენ. პორტუგალიელმა ფორვარდმა და ჯორჯომ ტურინში ერთად 2 სკუდეტო, 2 იტალიის სუპერთასი და იტალიის თასი მოიგეს. კრიშტიანუს შემდეგი გაჩერება მანჩესტერ იუნაიტედი იყო, "ბებერი ქალბატონის" ექს-კაპიტნის კი - ლოს ანჯელესი.











