მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან ასპარეზობს, პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 290 შეხვედრაში 243 გოლი გაიტანა და 105 საგოლე გადაცემა გაიფორმა.
უკვე რამდენიმე თვეა 25 წლის ფრანგი ფეხბურთელის დამატებაზე მადრიდის რეალი აქტიურად მუშაობს - სამეფო კლუბის წარმომადგენლები მბაპეს გარემოცვასთან მუდმივ კონტაქტზე არიან.









