საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის შემტევის, კილიან მბაპეს წინააღმდეგ შვედეთში გამოძიება დაიწყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 25 წლის ფრანგი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში არის ეჭვმიტანილი. საქმის გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
ინფორმაციას მბაპე და მისი წარმომადგენლები მალევე გამოეხმაურნენ და სიცრუე უწოდეს. რამდენიმე საათის წინ კი დუმილი ფეხბურთელის ადვოკატმაც დაარღვია და პირველი განცხადება გაავრცელა.
"მბაპე არასდროს არის მარტო, რის გამოც რისკის ქვეშ აღმოჩენის საფრთხე არ ემუქრება — ამიტომ, სრულად გამორიცხულია მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენა. კილიანი მშვიდად არის, თუმცა, მედიის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო გაოგნებულია" — ნათქვამია მბაპეს ადვოკატის განცხადებაში.
La Liga
კილიან მბაპეს საქმე — ფეხბურთელის ადვოკატმა დუმილი დაარღვია










