ლილის ნახევარმცველმა, ეთან მბაპემ ყველა დროის 10 საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი დაასახელა. ახალგაზრდა მოთამაშემ პირველ პოზიციაზე გაიყვანა საკუთარი ძმა, კილიანი, მაგრამ მას შემდეგ, რაც წამყვანმა წამოაყენა ზინედინ ზიდანის კანდიდატურა, ფრანგმა შუახაზელმა რეიტინგის შედგენა თავიდან გადაწყვიტა.
"წითლების" ნახევარმცველის საბოლოო არჩევანი ასეთია - პირველ ადგილზე მადრიდის რეალის ლეგენდარული გამთამაშებელი, მეორე პოზიციაზე მბაპე უფროსი, სამეული კი ტიერი ანრიმ დახურა. აღსანიშნავია, რეიტინგის შედგენისას არ გაჟღერებულა ისეთი გამორჩეული მოთამაშეების გვარები, როგორებიც არიან ერიკ კანტონა, მარსელ დესაი, ლილიან ტურამი, ქარიმ ბენზემა და სხვები.









