ლილო არენაზე სტარტი აიღო King of Drift-ის 2026 წლის სეზონმა და პირველი ეტაპი ჩატარდა, სადაც გამარჯვება სანდრო ფოფხაძემ მოიპოვა.
სანდრო ფოფხაძემ ფინალში სევასტიან მალეხინი დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილი მისმა თანაგუნდელმა და მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი კოდუამ დაიკავა.
King of Drift-ის 2026 წლის სეზონის შემდეგი, მეორე ეტაპი 24 მაისს, ტრადიციულად ლილო არენაზე გაიმართება. მესამე, ღამის ეტაპი 5 ივლისს ჩატარდება, ხოლო მე-4 და დასკვნითი, მე-5 ეტაპები 13 სექტემბერს და 1-ელ ნოემბერს არის დაანონსებული.









