"რა თქმა უნდა, ასეთ ეტაპზე მარტივი თამაში ფაქტობრივად არ არსებობს. რთული მატჩი იყო, თუმცა მთლიანობაში საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით. კარგად გადავდიოდით პრესინგზე და შეტევაშიც საკმაოდ სახიფათოები ვიყავით. პირველ ტაიმში ბუდუს გოლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამან მატჩზე დიდი გავლენა იქონია.
გადავდგით ერთი ნაბიჯი, მაგრამ მთავარი თამაში გველოდება 26-ში. გულშემატკივარს გადავუხდი უდიდეს მადლობას. საოცარი გარემო იყო სტადიონზე და დარწმუნებული ვარ 26-ში კიდევ უფრო საოცარი გულშემატკივრობა გველოდება. საბერძნეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, უნდა დავისვენოთ და ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ. იმედი გვაქვს, რომ ყველა ერთად გავიხარებთ", - განაცხადა ქართველმა ნახევარმცველმა.











