"სეზონის ბოლოს კლუბთან არსებული კონტრაქტი მეწურება. რა თქმა უნდა, სხვა ვარიანტები მაქვს, მაგრამ ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, შტურმი ჩემი სახლია, ეს კლუბი ჩემთვის ოჯახივითაა. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება შესაძლებელია, ანდი შიკერი ჩემს აგენტთან მუდმივ კონტაქტზეა, მაგრამ ჯერ არ ვიცი დავრჩები თუ არა."
კიტეიშვილი შტურმის ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ამ დროში ოთარმა 178 მატჩის ჩატარება და ავსტრიის თასის მოგება მოასწრო.










