ავსტრიის ჩემპიონატის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ვენაში შედგა, სადაც ერთმანეთს აუსტრია და შტურმი დაუპირისპირდნენ.
მოქმედმა ჩემპიონებმა ამ მნიშვნელოვან მატჩში ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშეს და მეტოქე სტუმრად 5:2 დაამარცხეს.
მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი შტურმის ქართველი კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ 12 გოლით კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბომბარდირია.









