ავსტრიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი შტურმსა და ლასკ ლინცს შორის შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა.
სტუმარი გუნდი უპირატესობას ფლობდა და იგებდა, თუმცა შტურმს გმირად ოთარ კიტეიშვილი მოევლინა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე,შტურმს 29 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია. თავად კიტეიშვილის ანგარიშზე კი 14 გოლია, რითიც ბომბარდირია.









