ინტერის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — ნაპოლისთან მატჩში მიღებული ტრავმა არც ისე მსუბუქი აღმოჩნდა, რის გამოც ჰაკან ჩალჰანოღლუ დაახლოებით 3 კვირამდე იუქმებს.
პირველადი ინფორმაციით, თურქმა ფეხბურთელმა ფეხის უკანა კუნთის მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც ინტერისთვის ძალიან მნიშვნელოვან მატჩებს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, ინტერში ტრავმა კიდევ ერთ ფეხბურთელს დენზელ დუმფრისსაც აწუხებს, რომელიც მოედანს დიდი ალბათობით მარტის ბოლოს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი აპრილის დასაწყისში დაუბრუნდება.









