ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე, საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის C დივიზიონის B ჯგუფიდან გავიდა. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში კვიპროსი71:61დაამარცხა და პლეი ოფის საგზური ნაადრევად მოიპოვა.
ჯგუფურ ეტაპზე ერთი ტურია დარჩენილი, თუმცა საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლა უკვე გარანტირებული აქვს. ჯგუფის დასკვნით მატჩში ჩვენი გუნდი აუტსაიდერ გიბრალტარს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებმა ამ დრომდე ჩატრებული 2 მატჩიდან ორივე მოიგო, პირველ ტურში მალტას სძლია, მეორეში კი კვიპროსს.
დღევანდელ მატჩში კვიპროსთან ჩვენ გუნდში საუკთესო შედეგისალომე სვანმა დააფიქსირა, რომელმა 28 ქულა ა და 6 ჩაჭრა დააგროვა. 15 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ნიცა საბადაშვილს, ანა გელაშვილმა შეხვედრა 7 ქულით, 11 პასით, 7 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა.
საქართველოს მეტოქე ნახევარფინალში დღეს გამოვლინდება. ჩვენი გუნდი A ჯგუფში მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება.









