"გიორგის საზარდულის მუდმივი პრობლემა აქვს. ზაფხულში ჩაკვეტაძეს ევრო 2024 ელოდება, ამის გამო მასთან მიმართებით ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ყოველთვის მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობა მქონდეს, რათა ზუსტად ვიცოდე რა პრობლემები აქვთ. აუცილებელია პერსონალურ დონეზე ვიცოდეთ, რას განიცდიან ფეხბურთელები, როდესაც გაურკვევლობაში არიან თავის ფიტნესთან დაკავშირებით.
ჩაკვეტაძე სანდერლენდთან მატჩს გამოტოვებს, გარისკვას არ ვაპირებთ."
გიორგიმ წინა ტურის მატჩიც გამოტოვა და დიდი შანსია, ამ სეზონში უოტფორდის რიგებში, შეხვედრის ჩატარება აღარ მოუწიოს.









