პირველ ტაიმში ლივერპულის საქმე კიდევ უფრო გართულდა, როცა ჯერ კურტის ჯოუნსმა მიიღო ტრავმა, შემდეგ კი - დიეგო ჟოტამ. კლოპის გუნდში ტრავმების ეპიდემიაა. თუმცა პირველ და მეორე ცვლილებას შორის, სტუმრებმა წინ გასვლა მოახერხეს. ბრენტფორდის გათამაშებული ჯარიმის შემდეგ, ლივერპულმა კარგი კონტრშეტევა დაიწყო, სადაც ჟოტამ ნუნიესი მეკარის პირისპირ გაიყვანა, ურუგვაელმა კი ულამაზესი გოლი შეასრულა, 0:1.
მეორე ტაიმი მერსისაიდულმა გუნდმა კარგად დაიწყო, სალაჰის კარგ პასს მაკ ალისტერი გამოეხმაურა და 0:2, კლოპის გუნდმა კარგი უპირატესობა შეიქმნა. შემდეგ კი სალაჰის ჯერი დადგა, ეგვიპტელმა მონატრებული გოლი გაიტანა, 0:3.
შემდეგ იყო აივან ტოუნის გატანილი გოლი და ანგარიშის შემცირება, თუმცა მალევე ლივერპულმა 3-გოლიანი უპირატესობა აღადგინა. დიასი-გაკპოს კომბინაცია, ნიდერლანდელმა გოლად აქცია, 1:4. კლოპის გუნდმა ამ გამარჯვებით 57 ქულა მოაგროვა.









