"სალაჰი ახლოს იყო ლივერპულიდან წასვლასთან და ამის მიზეზი კლოპის ფაქტორი იყო. ვარსკვლავური თავდამსხმელი მისი ხელმძღვანელობით თავს უბედურად გრძნობდა. თითქმის შეთანხმებული იყო, რომ მო გადავიდოდა ალ-იტიჰადში, მაგრამ შემდეგ, "წითლებიდან" იურგენი წავიდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ ეგვიპტელ ფორვარდს მერსისაიდიდან წასვლის აუცილებლობა აღარ ჰქონდა.
"სქაუზერების" ლიდერი მიმდინარე სეზონში სულ სხვა ფეხბურთელია, ეს კი პირველ რიგში სლოტის დამსახურება არის. რაც შეეხება საუდის არაბეთში ტრანსფერს, ენფილდის ბინადართა მე-11 ნომერი ამ ნაბიჯს ადრე თუ გვიან მაინც გადადგამს", - განაცხადა ლონდონელთა ყოფილმა თავკაცმა.











