გარდა იმისა, რომ "არისტოკრატებმა" საშინელი მატჩი ჩაატარეს, ამ შეხვედრაში ანტირეკორდიც დაამყარეს.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩელსის უკვე 57 გოლი აქვს გაშვებული, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
პრემიერ ლიგის სეზონის ისტორიაში ჩელსის 2-ჯერ აქვს 55 გოლი გაშვებული: 1994/95 და 1996/97 წლების სეზონებში. 57 გაშვებული გოლი კი ანტირეკორდია.
32 ტურის შემდეგ, გუნდს 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.










