ბრაზილიელი შემტევის ზურგზე ისეთი დიდი სპორტსმენების ტატუებს ვხვდებით, როგორებიც მაიკლ ჯორდანი, კობი ბრაიანტი, პელე და მოჰამედ ალი არიან.
"ისინი ჩემთვის ნამდვილი სპორტსმენების მაგალითები და ჩემი შთაგონების წყაროები არიან. ყველა წარმოდგენილი სპორტსმენი ძალიან დიდია.
ასევე, ამ ტატუებთან ერთად, ჩანს მამაჩემის სახეც, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი კერპია", - განაცხადა ვინისიუსმა.










