ქანდაკების ინსპირაცია 2006 წელს ტორონტო რეპტორსთან გამართული შეხვედრა იყო: ამერიკელ "მსროლელს" ლეიკერსის რვანომრიანი მაისური აცვია, მარჯვენა საჩვენებელი თითი კი ცისკენ აქვს აღმართული. ეს არის მისი ლეგენდარული აღნიშნვა ტორონტო რეპტორსთან 81-ქულიანი საოცარი მატჩის შემდეგ, რომელიც 2006 წლის 22 იანვარს გაიმართა.
ცნობისთვის, დაგეგმილია ლოს ანჯელესელთა ლეგენდარული კალათბურთელის კიდევ ორი ქანდაკების გახსნა. მეორე ქანდაკებას 24-ნომრიანი მაისურით გამოსახავენ, რომელიც ბრაიანტს კარიერის მეორე ნახევარში ეცვა. მესამე ძეგლით კი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის, ჯინას ხსოვნას ეძღვნება, შეგახსენებთ, ორივე მათგანი 2020 წლის იანვარში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ქანდაკების გახსნა არ არის ერთადერთი გამორჩეული მომენტი გუშინდელი საღამოდან. კალათბურთელებს ეცვათ ლოს ანჯელესის ლეგენდარული მსროლელისადმი მიძღვნილი სპეციალური მაისურებიც. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული 8-იანი კალიფორნიულ კლუბში თამაშობდა 20 წლის მანძილზე, 1996-2016 წლებში, მის ანგარიშზე NBA-ის 5 ჩემპიონობაა.










